მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები
ინდოეთში სიამის ტყუპი საერთო გულით დაიბადა
ინდოეთის ორისას შტატში სიამის ტყუპი საერთო გულით დაიბადა. ამის შესახებ THE NEW YORK POST-ი წერს.
ახალშობილების წონა 3,8 კილოგრამია, მათ ერთნაირი პულსი და არტერიული წნევა აქვთ. ექიმების განცხადებით, ტყუპს ახლა ყველა საჭირო კვლევა უტარდება.
სპეციალისტებმა არ იციან, რა ბედი ელით გოგოებს მომავალში, ვინაიდან საერთო გულის გამო ისინი ერთმანეთისკენ პირისახით არიან შებრუნებულები.
„ასეთ შემთხვევებში განცალკევება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგანაც ტყუპს შეიძლება სხვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საერთო ორგანოები ჰქონდეს, რაც ოპერაციის შედეგად მათი გადარჩენის შანსებს საგრძნობლად შეამცირებს“, – აცხადებს პროფესორი საროჯ სატპატი.
კომენტარები