მსოფლიოტექნოლოგიებიკრიმინალი

ესპანეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სახიფათო კიბერდამნაშავე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ მადრიდში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სახიფათო კიბერდამნაშავე დააკავა. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ესპანეთის 23 წლის მოქალაქის დაკავება პოლიციისთვის პრიორიტეტულ მიზნად იქცა.

მათივე ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა თაღლითური ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე სამომხმარებლო ელექტრონული საქონლის გაყიდვის ხარჯზე განხორციელებულ მაქინაციებზე. თაღლითური ვებგვერდები რეალურად არსებული ონლაინმაღაზიების ვებგვერდების სრულ ასლებს წარმოადგენდა. მოკლე დროის განმავლობაში საძიებო სისტემებში ვებგვერდის აქტიური რეკლამირება მიმდინარეობდა, რათა მიმზიდველი წინადადებებით მოკლე ვადებში პოტენციური მყიდველების მაქსიმალური რაოდენობა მიეზიდათ.

პოლიციის ინფორმაციით, ყოველთვიურად კიბერდამნაშავის მიერ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობით მიღებული შემოსავალი 300 ათას ევროს აჭარბებდა. ოპერაციის ფარგლებში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close