კინო/ფილმებიხელოვნებასაქართველო
„დროებითი სამშობლო“ – თუშეთზე ავსტრიელმა რეჟისორმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო
საქართველოს, კერძოდ მისი ერთი-ერთი გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, თუშეთის შესახებ ავსტრიის ქალაქ გმუნდენში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის სახელწოდებაა „HEIMAT AUF ZEIT“ („დროებითი სამშობლო“) და მისი რეჟისორია რაინჰარდ ფორსტინგერი.
გადაღება თუშეთში მიმდინარეობდა და დოკუმენტურ ფილმში, საქართველოს ამ მაღალმთიანი მხარის უნიკალური ულამაზესი ბუნების ფონზე, ნაჩვენებია თუშეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა და ადათ-წესები, აგრეთვე, ისმის ქართული ხალხური მუსიკა.
ფილმის პრეზენტაციას 300-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ადგილობრივი ჟურნალისტები.
დოკუმენტური ფილმის პრემიერის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ავსტრიაში პრეზენტაცია გამართა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო ტურისტული მიმართულებით და ქართული სამზარეულოთი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები