კინო/ფილმებიკულტურასაქართველო

კინოოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას „ჰოლივუდ რეპორტერი“ ავრცელებს.

მიმდინარე, 2019 წელს ამერიკის კინოაკადემიამ 50 ქვეყნიდან 842 ადამიანი მიიწვია წევრად, სწორედ მათ შორის მოხვდა გიორგი შველიძეც. ქართველ კინოოპერატორთან ერთად კინოაკადემიის წევრებად ბევრი ცნობილი ადამიანია მიწვეული, მათ შორის: ლედი გაგა, ჯემა ჩანი, ადელი და ა.შ.

გიორგი შველიძე ქართულ ფილმის, „ნამეს“ ოპერატორი იყო, რისთვისაც მას ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდოც აქვს მიღებული.

ამერიკის კინოაკადემია ყოველწლიურად ირჩევს წევრებს, რათა უფრო მეტად გლობალური და მრავალფეროვანი გახდეს. 2018 წელს მან ყველაზე მეტი, 928 ახალი წევრი აირჩია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close