ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა იწყება

ქუთაისში 100 ჰა ფართობ ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმო აშენდება. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

პირველ ეტაპზე ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia ევროპულ ბაზარზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოები.

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს „აიგრუპი“ (Aigroup) ააშენებს.

„სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივ მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ უცხოურ ბაზრებზე“, – განაცხადა კომპანიის (Aigroup) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close