მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთები 3-ჯერ გაძვირდა

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 3-ჯერ არის გაზრდილი. ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC იტყობინება.

ექსპერტების შეფასებით, ფასები 34%-ით გაიზარდა. ამჟამად ყველაზე იაფი ფრენის ფასი 7000 რუბლია (დაახლოებით 320 ლარი), ტრანზიტული ბილეთი კი 9500 რუბლი (დაახლ. 420 ლარი) ღირს.

როგორც განმარტავენ, თვითმფრინავის ბილეთების ფასის ზრდა საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ ურთიერთობების დაძაბვამ გამოიწვია.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენები 8 ივლისიდან შეჩერდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close