რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო
ქართველმა სტუდენტმა რუბიკის კუბის აწყობაში კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
19 წლის ქართველმა სტუდენტმა, ვაკო მარჩილაშვილმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13.018 წამში მოახერხა და ჩინელი თინეიჯერის, ქიუ ჯიანიუს (QUE JIANYU) შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 15.84 წამს შეადგენდა.
ვაკო მარჩილაშვილის რეკორდული შედეგი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.
ღონისძიება 23 ივნისს, Tbilisi Open Air 2019-ის დასკვნით დღეს გაიმართა. აქციის ფარგლებში სახალისო-სარეკორდო შეჯიბრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა Open Air-ის ნებისმიერი სტუმრისთვის უფასო იყო.
აღსანიშნავია, რომ ვაკო მარჩილაშვილმა პირველი რეკორდი გასული წლის ზაფხულში დაამყარა. მაშინ მან წყალქვეშ, სუნთქვის შეკავებით, ზედიზედ 6 კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის რეკორდი გააუმჯობესა.
lelo.ge
კომენტარები