კრიმინალისაბერძნეთი

კორიდალოსის ციხეში პატიმრებს შორის შეტაკებები მოხდა

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ათენში, კორიდალოსის ციხეში პატიმრებს შორის შეტაკებები დაიწყო. თავდაპირველად საუბარი იყო პატიმრების მიერ ციხის ადმინისტრაციის შენობის დაკავების შესახებ. იუსტიციის სამინისტრომ ეს ცნობა უარყო.

ციხეში წესრიგის დასამყარებლად სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა. არიან დაშავებულები პატიმრებს შორის, თუმცა სერიოზული ტრავმა არავის მიუღია. უცნობია არეულობის დაწყების მიზეზი, ასევე ის, თუ რომელი ჯგუფები მონაწილეობდნენ შეტაკებებში.

ბოლო ინფორმაციით არეულობა მეხუთე კორპუსში დაიწყო, სადაც პატიმრების უმრავლესობა უცხოელები არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close