პოლიტიკასაქართველო

„ნულოვანი“ ბარიერი და პროპორციული არჩევნები 2020 წელს – „ქართული ოცნების“ დაპირება

რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის 4-დღიანმა პროტესტმა ნაწილობრივ შედეგი გამოიღო – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება, „ნულოვანი“ საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა.

„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილი, აგრეთვე, გამოდის ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, „ნულოვანი“ ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომას პირადად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საკითხები განიხილეს. თბილისში უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია პარლამენტთან დღეს, 19 საათზე ისევ განახლდა.

აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც, მათი აზრით, საპროტესტო აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა, პრინციპში, უკვე დაკმაყოფილდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close