საზოგადოებასაქართველო

ილია მეორე: „უნდა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს“

„ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 16 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაულის ქადაგებაზე.

პატრიარქის  თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ „ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ“.

ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. „მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. მან დღეს, ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტები დალოცა.

წყარო: radiotavisupleba.ge

სააღდგომო ეპისტოლე – 2019 წელი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close