იტალიური ოჯახის საშუალო ხარჯი თვეში 2571 ევროს შეადგენს

ფოტო: Il Messaggero
იტალიური ოჯახის საშუალო ხარჯი, 2018 წლის მონაცემებით, თვეში 2571 ევროს შეადგენს – ასეთი მაჩვენებელი გამოაქვეყნა 11 ივნისს იტალიის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ISTAT-მა.

2017 წელთან შედარებით (2564 ევრო) მონაცემები თითქმის არ შეცვლილა – ხარჯების ზრდამ სულ რაღაც 0,3% შეადგინა.

იტალიური ოჯახის საშუალო თვიური ხარჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 2011 წელს დაფიქსირდა – 2640 ევრო თვეში.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს შორის კვლავ არსებობს შესამჩნევი დიფერენციაცია: იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრებლები საშუალოდ 800 ევროთი მეტს ხარჯავენ თვეში, ვიდრე სამხრეთ პროვინციების მკვიდრნი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვაობა თანდათანობით მცირდება.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: დღგ-ის გაზრდა იტალიურ ოჯახს წელიწადში 1200 ევრო დაუჯდება

კომენტარები