მიგრაციამსოფლიოიტალიამიგრაცია

იტალიაში გემის კაპიტანს 1000-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენისთვის 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

გერმანული გემის კაპიტანს პია კლემპს ხმელთაშუა ზღვაში 1000-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენისთვის იტალიაში 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა DAILI MAILY-ი წერს.

35 წლის ახალგაზრდა ქალს, პია კლემპს იტალიის მხარე უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და კონტრაბანდისტებთან გარიგებაში სდებს ბრალს. იტალიის პროკურატურის მტკიცებით, კლემპი მიგრანტებს ხმელთაშუა ზღვაში, დათქმულ ადგილებში ხვდებოდა, სადაც შემდეგ მათი გადარჩენის ინსცენირება ხდებოდა.

კლემპის გემის, „იუვენტას“ კონფისკაცია 2017 წლის ზაფხულში მოახდინეს. ამის შემდეგ ინტერნეტში შეიქმნა მისი მხარდამჭერი პეტიცია, რომელსაც უკვე 80 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ისინი იტალიისგან გამოძიების შეწყვეტას და საქმის დახურვას ითხოვენ.

აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში მიგრანტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა 2015 წლის პიკის შემდეგ, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყველაზე რთულ მიგრაციულ კრიზისს შეეჯახა.

რაც შეეხება იტალიას, ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც ახლახან  გამოქვეყნდა, იტალიაში 2019 წლის პირველ თვეებში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადი 85%-ით ანუ თითქმის 6-ჯერ შემცირდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ნინო ხოშტარია

ვიდეო: სამაშველო ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენის ოპერაციას ატარებს.

მსგავს თემაზე: ევროკავშირმა ბოლო 4 წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 730 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა

ხმელთაშუა ზღვაში 2018 წელს 2275 მიგრანტი დაიღუპა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close