9 წლის კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია!

კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და პირველი გოგონა გახდა ბათუმიდან, რომელმაც 9 წლის ასაკში მსგავსი წარმატების მიღწევა შეძლო.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონი 6 წლის დავით თათვაძეც გახდა.

batumelebi.netgazeti.ge

ნახეთ ინტერვიუ პატარა ჩემპიონთან:

კომენტარები