newsიტალიასაზოგადოება

მოემზადეთ სიცხისთვის: იტალიაში აფრიკული ანტიციკლონი შემოდის!

უკვე დღეიდან, 6 ივნისიდან იტალიაში ზოგიერთ ადგილას თერმომეტრის სვეტი 400C-მდე აიწევს. ინფორმაციას CORRIERRE.IT ავრცელებს.

იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ხუთშაბათსა და პარასკევს შორის იტალიაში აფრიკული ანტიციკლონი შემოვა, ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანას ზაფხულის სეზონის პირველი სერიოზული ცხელი ტალღა გადაუვლის. იტალიის სამხრეთ რეგიონებს ყველაზე მეტად შეეხება აფრიკული ანტიციკლონის ზემოქმედება, ნაკლებად – ტირენის სანაპიროს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია კვირას სარდინიის სამხრეთ რაიონებსა და სიცილიის შიდა რაიონებში, სადაც ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს – 38-400C.

ტემპერატურა აიწევს, თუმცა შედარებით ნაკლებად იტალიის ცენტრალურ ნაწილში (31-330C ფლორენციაში და დაახლოებით 27-280C რომში).

სიცხე ჯერჯერობით დაინდობს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებს, სადაც აფრიკული ანტიციკლონის მოქმედებას ნაწილობრივ გაანეიტრალებს ატლანტიკური გრილი ჰაერის მასები, თუმცა ასეთი სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება: მომავალი სამშაბათიდან – 11 ივნისიდან ხუთშაბათამდე – 13 ივნისამდე აფრიკული ანტიციკლონი მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ზაფხულის სიცხე ძალას მოიკრებს იტალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებშიც.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close