საქართველოსპორტი

15 მლნ ევრო – გიორგი ჩაკვეტაძეს იტალიურმა კლუბმა „დაადგა თვალი“

იტალიური გამოცემა BOTTADICULO.IT იტყობინება, რომ რომის „ლაციო“ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას აპირებს და ამისთვის მზადაა ბელგიურ „გენტს“ 12-15 მლნ ევრო გადაუხადოს.

გამოცემის ინფორმაციით, მილან ბადელი და მილინკოვიჩ-სავიჩი „ლაციოს“ ტოვებენ, გუნდის სპორტული დირექტორი იგლი ტარე შემცვლელებს ეძებს და სხვადასხვა პროფილს სწავლობს მთელ ევროპაში. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად გიორგი ჩაკვეტაძე განიხილება, რომელიც ამჟამად ბელგიური „გენტის“ მე-10 ნომრად თამაშობს. „რომაელები“ მზად არიან, 19 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბელგიურ კლუბს 12-15 მლნ ევრო გადაუხადონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close