კახეთში 82 წლის მასწავლებელმა მოსწავლეს სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა და ფული აჩუქა
82 წლის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლესთან გარყვნილი საუბარი ჰქონდა. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა.
ამ ფაქტის შემდეგ მოსწავლე უარს აცხადებდა მის გაკვეთილებზე შესვლაზე, სკოლის ადმინისტრაცია კი მიზეზით დაინტერესდა. ადმინისტრაციამ ბავშვს მტკიცებულებებისთვის საუბრის ჩაწერა სთხოვა, რაც მოსწავლემ მოახერხა.
ფაქტი 27 მაისს მოხდა. 82 წლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი გოგო სკოლის ტერიტორიაზე დაიბარა და უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს.
როგორც ცნობილია, ჩანაწერში სექსუალური შეთავაზებაც ისმის.
„დაბარებული ჰყავდა, ამა და ამ დროს მოდი და მე შენ მოგიყვები რაღაცას. თავის განვლილ ცხოვრებას უყვებოდა, როცა თვითონ იყო სკოლის დირექტორი, როგორ მეგობრობდა მეშვიდეკლასელ მოსწავლესთან და როგორ ჰქონდა სექსუალური ლტოლვა მის მიმართ. ადარებდა ამ ბავშვს მას და ეუბნებოდა, შენსავით ლამაზი იყო, შენსავით შემიყვარდა… აჩუქა გარკვეული თანხა, რომელიც ამოღებულია პოლიციის მიერ“, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.
მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს.
გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
fortuna.ge
კომენტარები