მსოფლიოტექნოლოგიებიnews
ევროს ახალი კუპიურები გამოვიდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 100 და 200 ევროს ნომინალის ახალი კუპიურები გამოუშვა. ახალ ბანკნოტებზე გამოსახულია ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, მშვენიერი ევროპა – მისი ფიგურა ბანკნოტებზე დატანილია წყლის ნიშნის სახით ვერტიკალურ ჰოლოგრაფიულ ზოლზე.
ახალი კუპიურების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია: რიცხვები – 100 და 200 (შესაბამის ბანკნოტებზე) ქვედა მარცხენა კუთხეში ლურჯიდან მუქმწვანედ იცვლის ფერს კუპიურის დახრის კუთხის შესაბამისად. ბანკნოტის დახრისას ჩნდება ჰოლოგრაფიული გამოსახულება ერთიანი ვალუტის ნიშნის სახით.
მთლიანობაში ახალი ნიმუშის 3 მილიარდი კუპიურა დაიბეჭდება. ძველ ფულს თანდათანობით ამოიღებენ მიმოქცევიდან, ამასთან, ისინი სრულუფლებიან გადახდის საშუალებად დარჩებიან ბოლომდე.
500 ევროს ნომინალის კუპიურებს არ განაახლებენ, რადგან ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მათზე უარი თქვა.
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: ევროს ახალი ულტრაგამძლე ბანკნოტები შემოდის მიმოქცევაში
ნახეთ ვიდეო:
კომენტარები