ანიტა რაჭველიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერის“ საუკეთესო ათეულშია
ანიტა რაჭველიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერის“ შემსრულებელთა TOP-ათეულში მოხვდა.
ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ათი შემსრულებელი გამოცემა OperaWire-მა დაასახელა.
როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერაში „მეტროპოლიტენ ოპერის“ 2018-19 წლების სეზონი საუკეთესო იყო. სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს სცენაზე ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა რამდენიმე განუმეორებელი როლი შექმნა.
TOP-ათეულში ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მოხვდა ასევე ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატო.
შეგახსენებთ, რომ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ანიტა რაჭველიშვილმა ვერდის ოპერებში „აიდასა“ და „ტრუბადურში“, კამილ სენ-სანსის “სამსონი და დალილაში“ და ფრანჩესკო ჩილეას „ადრიანა ლეკუვრერში“ იმღერა.
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
ამავე თემაზე: „ვაშინგტონ პოსტი“: მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა ნიუ-იორკი დაიპყრო
მოუსმინეთ განუმეორებელ ანიტას:
პერფორმანსი თბილისის მეტროში:
კომენტარები