კინო/ფილმებიკულტურა
ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის 15 ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავს შორის დაასახელეს
ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავების სიაში მოხვდა, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ W MAGAZINE-მა გამოაქვეყნა.
ლევან გელბახიანი შვედეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ახალ შვედურ-ქართულ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) მთავარ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.
გამოცემის სიაში, აგრეთვე, მოხვდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: უილიამ დეფო, ვერნერ ჰერცოგი, ანტონიო ბანდერასი და სხვები.
კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა, გამარჯვებულებს კი 25 მაისს გამოაცხადებენ.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ჯილდო გადაეცა
კომენტარები