newsიტალიაკრიმინალი

არალეგალმა მიგრანტმა იტალიაში სახლი დაწვა – 84 წლის მოხუცი და მისი მომვლელი ქალი დაიღუპნენ

წარმოშობით ჩრდილოაფრიკელმა არალეგალმა მიგრანტმა იტალიის ქალაქ მირანდოლაში (მოდენა) სახლი დაწვა. ამის თაობაზე ILGIORNALE.IT   წერს.  

ხანძრის და მის გამო ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – 84 წლის მოხუცი და მისი მომვლელი, 74 წლის ქალი; დაზარალდა 20-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 4 მძიმე მდგომარეობაშია (ერთი მათგანი გარდაცვლილი მოხუცი ქალის ქმარია).

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც, ჟურნალისტთა ინფორმაციით, საერთოდ ვერ საუბრობს იტალიურად.

შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, მდებარეობს Via Roma N6-ში, სადაც განთავსებულია ჩრდილოეთ რაიონის საგზაო პოლიციის შტაბი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლში გახვეული ოფისები შენობის პირველ სართულზე მდებარეობს, სახლში რამდენიმე საცხოვრებელი ბინაცაა. ვარაუდობენ, რომ მიგრანტმა ცეცხლი შურისძიების მიზნით გააჩინა.

მოიწონეთ და გააზიარეთ: 

მსგავს თემაზე: ინციდენტი იტალიაში: წარმოშობით აფრიკელი მძღოლის ვერსია, თუ რატომ დაწვა სასკოლო ავტობუსი

საბერძნეთის ქალაქ კალამატაში სამი ქალი დაიღუპა გაზის აფეთქების შედეგად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close