მოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები
სინგაპურმა გასათხოვარი, მარტოხელა ქალებისთვის საზღვარი ჩაკეტა
ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების ქსელის, „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, მათ ორ თანამშრომელს სინგაპურის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს. მიზეზი სინგაპურის მთავრობის მიერ ახლახან მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც, 45 წლამდე ასაკის გასათხოვარ, მარტოხელა ქალს მათ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება, ხოლო გათხოვილ ქალს სინგაპურში შესვლის უფლება მხოლოდ ქმართან ერთად აქვს.
„ჩემი თანამშრომლები სინგაპურში მივლინებით მიდიოდნენ, საიდანაც ავსტრალიაში უნდა გადასულიყვნენ, თუმცა ამ კანონის გამო მათ ვიზა არ მისცეს. უთხრეს: თუ სინგაპურში გინდათ შესვლა, მაშინ ქმრებთან ერთად უნდა წახვიდეთო. მე პირადად, სამსახურიდან გამომდინარე, სინგაპურში არაერთხელ ვარ ნამყოფი, თუმცა ასეთი პრობლემა აქამდე არასდროს შემქმნია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კანონი სინგაპურის ხელისუფლებამ მარტის ბოლოს მიიღო“, – განაცხადა მარიამ კუკუნაშვილმა.
წყარო: „პრაიმტაიმი“
კომენტარები