ჯანმრთელობაშეუცნობელი

როგორ მივაღწიოთ ემოციების დაბალანსებას და სულიერ წონასწორობას – თითების მასაჟი იაპონურად

ჯინ შინ ჯიცუ – მკურნალობის იაპონური სისტემაა, რომელიც ადამიანს ემოციის დაბალანსებაში ეხმარება ხელზე სპეციალური წერტილების სტიმულირებით. ამ სწავლების საფუძველია შემდეგი პრინციპი: ხელის ყოველი თითი კონკრეტულ ორგანოსთანაა დაკავშირებული და მას გარკვეული ემოცია შეესაბამება. თუ რომელიმე ორგანოზე გვსურს ზემოქმედება, აღნიშნული ორგანოს შესაბამისი თითი მეორე ხელის თითებში უნდა მოვიქციოთ და 3-5 წუთი გავაჩეროთ, პარალელურად ღრმად უნდა ვისუნთქოთ.

ჯინ შინ ჯიცუს მიხედვით, შეგვიძლია სხეულისა და სულის ჰარმონიას მივაღწიოთ, თუ ზემოაღნიშნულ პროცედურას რიგრიგობით ყველა თითზე გავიმეორებთ; ამრიგად შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ არა მხოლოდ სხეულის ორგანოებზე, არამედ საკუთარ ემოციებზეც და წონასწორობა შევინარჩუნოთ საჭირო დროს, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გაააკეთოთ, მათ შორის, სამსახურში, ან ტრანსპორტში ხანგრძლივი მგზავრობისას.

ცერა თითი

ორგანოები: კუჭი და ელენთა;

ემოციები: შფოთი, დეპრესია, წუხილი;

ფიზიკური სიმპტომები: ტკივილი მუცელში, კანის პრობლემები, თავის ტკივილი, ნერვიულობა.

საჩვენებელი თითი

ორგანოები: თირკმელები და საშარდე ბუშტი;

ემოციები: იმედგაცრუება, შიში და არეული გონება;

ფიზიკური სიმპტომები: კუნთების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, კბილის ტკივილი, საჭმლის მონელების პრობლემები.

შუათითი

ორგანოები: ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი;

ემოციები: გაუბედაობა, გაღიზიანებულობა, მრისხანება;

ფიზიკური სიმპტომები: სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მენსტრუალური ტკივილი, მხედველობის პრობლემები, დაღლილობა, შაკიკი, თავის წინა ნაწილის ტკივილი.

არათითი

ორგანოები: ფილტვები და მსხვილი ნაწლავი;

ემოციები: ნეგატიური განწყობა, ნაღველი, გარიყვის შიში, მწუხარება;

ფიზიკური სიმპტომები: ყურებში რეკვა, რესპირატორული (სუნთქვის) პრობლემები, ასთმა, კანის რთული დაავადებები, საჭმლის მონელების პრობლემები.

ნეკი

ორგანოები: გული და წვრილი ნაწლავი;

ემოციები: შფოთვა, ნერვიულობა, დაბალი თვითშეფასება;

ფიზიკური სიმპტომები: გულის დაავადებები, ყელის ტკივილი, ძვლების პრობლემები.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ასევე დაგაინტერესებთ: რას ნიშნავს ადამიანის ხელისგულზე ლათინური M-ის მსგავსი ხაზები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close