კრიმინალიnewsსაქართველო

უკრაინელი ქალი, რომელიც აფხაზეთში 10 ბავშვის გადაყვანას აპირებდა, პოლიციამ დააკავა

უკრაინელი ქალი, რომელიც ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, გუშინ გვიან ღამით ქუთაისის საავადმყოფოში დააკავეს. იგი თბილისში, პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რვა კი სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მოგვიანებით ბავშვები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე იულია სუსლაკი ჩამოვიდა 10 ბავშვთან ერთად. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოიწამლნენ.

უკრაინის მოქალაქე ქალი ირწმუნება, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია და დოკუმენტებშიც ასეა მითითებული, თუმცა ეჭვი გააჩინა იმ გარემოებამ, რომ 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული, ერთ-ერთი მოზარდი კი ამბობს, რომ ქალი მისი დედა არ არის.

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

წყარო: imedinews.ge

ამავე თემაზე: ადამიანებით ვაჭრობა? – ზუგდიდიდან ქალს აფხაზეთში 10 ბავშვი უნდა გადაეყვანა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close