კარგი ისტორიის მქონე ტურისტებისთვის შენგენის ვიზების გაცემა 2019 წელს გამარტივდება
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/04/Schengen.jpg)
ევროკავშირი 2019 წლის განმავლობაში სავიზო წესებს გაამკაცრებს უსაფრთხოების მიზნით, თუმცა იმ ტურისტებისთვის, რომელთაც კარგი ისტორია აქვთ, შენგენის ვიზების გაცემა გამარტივდება. ინფორმაცია ვებგვერდ EUROPA.EU-ზე ვრცელდება.
ევროკომისიის ინიციატივას ევროპარლამენტმა მხარი 19 აპრილს დაუჭირა. ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალაში რომ შევიდეს, ის ევროკავშირის 28-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.
ახალი წესების თანახმად, ვინც შენგენის ზონის ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს, შეუძლია გამგზავრებამდე განაცხადი 6-თვიან ვიზაზე გააკეთოს (ახლა მხოლოდ 3 თვეა დაშვებული). ასევე იგეგმება მრავალჯერადი ვიზების გაცემა 5 წლით. ამის გარდა, სავიზო მოსაკრებელი იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ხელმოწერილია შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, 60 ევროდან 40 ევრომდე შემცირდება.
„ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ეკონომიკისთვის და მშპ-ის შემოსავლების 10%-ს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წამყვან ტურისტულ მიმართულებებს შორისაა, დროში გაწელილი პროცედურები შეიძლება ევროპაში ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი გახდეს“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
წყარო: imedinews.ge
მსგავს თემაზე: აშშ-ის სავიზო განაცხადის შევსებისას სოციალური ქსელების მონაცემებს ითხოვენ
კომენტარები