იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიაში დანაშაულისთვის დაპატიმრებულთაგან თითქმის ყოველი მეხუთე უცხოელია

გამოქვეყნდა იტალიის პოლიციის სტატისტიკური ანგარიში 2018 წელს ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამ მონაცემების  თანახმად, გასულ წელს დაპატიმრებული 5173 პირიდან 990 უცხოელია. პირველ ადგილზე ალბანელები და ნიგერიელები არიან. 

ანგარიშში ასახულია იტალიაში არსებული შემაშფოთებელი კრიმინალური მდგომარეობა. იმის მიუხედავად, რომ გასული წლის განმავლობაში დანაშაულთა (მკვლელობები, ქურდობები) რაოდენობა შემცირდა, იმიგრანტების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები კვლავ განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

2018 წელს ცენტრალური ოპერატიული სამსახურისა და მობილური ჯგუფების საქმიანობის დროს პოლიციის მიერ დაკავებული უცხოელების უმრავლესობას ალბანელები და ნიგერიელები შეადგენენ, რომლებსაც მოსდევენ მაროკოელები, რუმინელები და ტუნისელები, თუმცა 2018 წლისთვის დამახასიათებელი იყო იმ უცხოელთა რიცხვის მკვეთრად შემცირება, რომლებმაც იტალიის საზღვრები კანონის დარღვევით გადაკვეთეს. 2018 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე იმ იმიგრანტთა რაოდენობამ, რომლებმაც ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიამდე მიაღწიეს, 23 370 შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80,42%-ით ნაკლებია.

2018 წელს ლიბიიდან (12 997) და ტუნისიდან (5 607) გამოსული მიგრანტების ნაკადები სიცილიისკენ გაემართნენ, ხოლო მიგრანტები თურქეთიდან (2448) და საბერძნეთიდან (1320) – აპულიისა და კალაბრიის მიმართულებით დაიძრნენ; ალჟირიდან ჩამოსულები სარდინიაში გადასხდომას შეეცადნენ. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში „გრძელდებოდა იძულებითი ზომების გატარება იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ზღვის გავლით მიგრანტების გადაადგილებას აკონტროლებენ“.

იტალიაში არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას დეპორტაციის პოლიტიკა დაემატა. „საპოლიციო უბნების იმიგრაციულმა სამსახურებმა, საერთო ჯამში, იტალიიდან იმ 17 906 უცხოელი მოქალაქის რეპატრიაცია განახორციელეს, რომელთა გასახლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის არის, აგრეთვე, 23 მოქალაქე, რომელთაც ქვეყნის ტერიტორია სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მოსაზრებით დაატოვებინეს, ან იმის გამო გააძევეს, რომ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებთან იყვნენ დაახლოებულნი“.

წყარო: ilgiornale.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close