საზოგადოებაnewsსაქართველო

ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერის ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის კინოთეატრ „კავეა გალერეაში“ 9 აპრილს გაიმართა ვიდეოკლიპის პრემიერა ოთო ნემსაძის სიმღერაზე, რომელსაც მომღერალი საქართველოს სახელით მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიაზე“ წარადგენს თელ-ავივში (ისრაელი). კლიპის რეჟისორია გიორგი ებრალიძე.

„ევროვიზია 2019“-ის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ოთო ნემსაძე 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება. კლიპის გადაღებებში მონაწილეობდნენ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები, რომლებიც კონკურსზე ოთო ნემსაძის ბექ–ვოკალში გამოვლენ.

„ევროვიზიას“ ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში თბილისის დროით 23:00 საათიდან ნახავს.

„ევროვიზიის“ კონკურსზე წელს 2 ქართველი იმღერებს – ოთო ნემსაძის გარდა თელ-ავივში გამოვა საბერძნეთში მოღვაწე თამთა (გოდუაძე), რომელიც კვიპროსს წარადგენს სიმღერით Replay.

ნახეთ ოფიციალური ვიდეო ოთო ნემსაძის სიმღერაზე „სულ წინ იარე“:

ეს  კი თამთას საკონკურსო სიმღერაზე Relay შექმნილი ოფიციალური ვიდეოა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close