ხვალ, 10 აპრილს კაცობრიობა შავი ხვრელის უნიკალურ ფოტოს პირველად იხილავს

შავი ხვრელის კონცეპტუალური ნახატი, Reuters
ხვალ, 10 აპრილს, მეცნიერები ისტორიული მნიშვნელობის ფოტოს პრეზენტაციას აწყობენ. ასტროფიზიკოსები საჯაროდ წარადგენენ შავი ხვრელის პირველ ფოტოს, რომელზეც 200-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ე. წ. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის (EHT) ფარგლებში.

შეერთებული შტატების სამეცნიერო ფონდი, კოსმოსის კვლევის საეტაპო მნიშვნელობის აღმოჩენასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში გამართავს პრესკონფერენციას, რომლის თანადროულად პრესკონფერენციები გაიმართება ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში.

შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.

წყარო: „ამერიკის ხმა“

https://www.amerikiskhma.com/a/black-hole-first-photo-to-be-presented-on-wednesday/4865204.html?fbclid=IwAR3s_UeRHzj_8W0AlgyLFGiEk5Io6BVfXheziERGI_KWtwyybWvfyHI5mQY

კომენტარები