„ჰეროინის კიდევ ერთი უხილავი მსხვერპლი“ – „კორიერე დელა სერა“ მილანში ქართველი გოგონას გარდაცვალებაზე წერს
„27 წლის ქერა გოგონა სასტუმროს ოთახის საწოლში – ჰეროინის კიდევ ერთი უხილავი მსხვერპლი“ – ამ სათაურით აქვეყნებს CORRIERE.IT სტატიას მილანში ქართველი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ. გამოცემა მის სახელს და გვარს არ ასახელებს.
ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი შაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე იპოვეს მილანის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, რომელიც Mauro Macchi-ს ქუჩაზე მდებარეობს, ქალაქის ცენტრალური სადგურიდან რამდენიმე კვარტლის დაშორებით. „გოგონა საწოლზე იწვა, მისი ქერა თმები ბალიშზე იყო გაშლილი. ნომერში რამდენიმე ერთჯერადი შპრიცი და გაშავებული კოვზი აღმოაჩინეს – გაშავებული იმიტომ, ქვემოდან სანთებელას ცეცხლი შეუნთეს დასადნობად“.
ოთხში მარიხუანას პაკეტიც აღმოაჩინეს, თუმცა გამოცემა წერს, რომ მარიხუნას ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონია, პოლიციის ვარაუდით, სიკვდილი ჰეროინის დოზის გადაჭარბებამ გამოიწვია.
თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გაკვეთა უნდა ჩატარდეს. პოლიცია მუშაობს იმაზე, რომ დაღუპული ახალგაზრდა ქალის ბოლო დღეების, ბოლო საათების სურათი აღადგინოს.
კომენტარები