იტალიასაზოგადოება

ბედის ირონია: ჩუტყვავილას დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს იტალიელი პოლიტიკოსი, რომელიც აცრების წინააღმდეგ გამოდიოდა

იტალიის ავტონომიური რეგიონის, ფრიული-ვენეცია ჯულიას გუბერნატორი, მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრი  მასიმილიანო ფედრიგა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ექიმებმა მას ჩუტყვავილას დიაგნოზი დაუსვეს.

ნამდვილი ბედის ირონია: მასიმილიანო ფედრიგა იტალიაში ცნობილია, როგორც ბავშვთა სავალდებული აცრების ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე – იგი 2 წლის წინაც გამოვიდა კანონის წინააღმდეგ, რომელიც 6 სავალდებულო აცრის (მათ შორის, ჩუტყვავილას და წითელას) ჩატარებას შეეხებოდა. წითელაზე აცრის შემცირებამ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს აცრები აუტიზმს იწვევს, იტალიაში ამ ინფექციის გართულებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა განაპირობა. ამის გამო მიიღეს კანონი 2017 წელს, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს შევიდა ძალაში.

ჩუტყვავილამ მასიმილიანო ფედრიგას შეხედულებები, როგორც ჩანს, ნაწილობრივ შეცვალა: საავადმყოფოში გაატარებული რამდენიმე დღის შემდეგ პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ ვაქცინაცია საჭიროა, თუმცა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

ფედრიგას თქმით, მას შემდეგ, რაც იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ „ჰეიტერები“ (მისადმი მტრულად განწყობილი მომხმარებლები – რედ.), რომლებიც წერდნენ, თითქოს პოლიტიკოსს ჩუტყვავილა თავისი შვილებისგან გადაედო. გუბერნატორმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მის შვილებს ყველა აუცილებელი აცრა ჩატარებული აქვთ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close