დღის თემასაბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში მოქალაქეობის შესახებ

20 მარტს საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შედის კანონმდებლობაში ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების წესთან დაკავშირებით.

საბერძნეთის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების ახალი წესი ძალაში შევა ოფიციალურ მაცნეში კანონის გამოქვეყნების შემდეგ. ეს უახლოეს დღეებში მოხდება და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწოდებთ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე.

როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ახალი კანონი ნატურალიზაციის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის და პროცედურაც აღარ იქნება ისეთი ხანგრძლივი, როგორც აქამდე. ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, როდესაც მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები საჯაროდ გახდება ცნობილი.

ორიოდე კვირის წინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა, ქვეყნის მძიმე დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკაზე საუბრისას, განაცხადა, რომ საბერძნეთისთვის ამ მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი რეალური და ეფექტიანი გზა იმიგრანტების ინტეგრაციაა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close