newsეკონომიკაიტალია

იტალიურმა კომპანიამ აფრიკაში ნავთობის ახალი დიდი საბადო აღმოაჩინა

იტალიურმა კომპანია ENI-მ, რომელიც ანგოლაში 1980 წლიდან აწარმოებს ნავთობს, ამ ქვეყანაში ნავთობის ახალი დიდი საბადო აღმოაჩინა. ამის თაობაზე სააგენტო REUTERS-ი იტყობინება.

ახალი საბადო უკანასკნელ წლებში ყველაზე დიდი აღმოჩენაა ანგოლაში და იტალიის, როგორც აფრიკაში ნავთობმომპოვებელი ერთ-ერთი მთავარი უცხოური სახელმწიფოს, პრესტიჟს გაამყარებს. ახალი საბადო ანგოლასაც საშუალებას მისცემს მოაგვაროს „ძველი ნავთობმომპოვებელი რაიონების გამოფიტვის პრობლემა“.

წინასწარი მონაცემებით, ნავთობის ახალი საბადოს მწარმოებლური სიმძლავრე იქნება 20 000 ბარელი ნავთობი დღე-ღამეში.

ნავთობის ექსპორტი ანგოლის მთელი ექსპორტის 95%-ს შეადგენს, ხოლო ანგოლის ბიუჯეტის 70% სწორედ ნავთობის მოპოვებისგან მიღებული სახსრებით ივსება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close