მოდა/სილამაზემსოფლიოქართველები უცხოეთში

დემნა გვასალია „ვეტმანის“ ახალი ჯინსის ქურთუკით მსოფლიოს 3 უდიდეს ქართველ პოეტს აცნობს

DEMNA GVASALIA DAILY-ს INSTAGRAM-ზე „ვეტმანის“ ახალი ჯინსის ქურთუკია წარმოდგენილი, რომელზეც დიდი შრიფტით წერია ქართველი პოეტების სახელები – შოთა, ვაჟა, გალაკტიონი. იქვე განმარტებულია, ვინ არიან ისინი:

„შოთა რუსთაველი – შუასაუკუნეების ქართველი პოეტი. ის ითვლება საქართველოს ოქროს ხანის გამოჩენილ პოეტად და ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად. რუსთაველი ავტორია წიგნისა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ ეპიკურ პოემად ითვლება.

ვაჟა-ფშაველა – ქართველი პოეტისა და მწერლის, ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმია; ის ითვლება ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მაღალი დონის პატრიოტად და ავტორად.

გალაკტიონ ტაბიძე იყო მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ქართველ პოეტებზე“.

ქურთუკის მარჯვენა მკლავზე, აგრეთვე, დატანილია წარწერა „სოხუმი 93“, მარცხენაზე კი – გალაკტიონის ლექსი „მე და ღამე“.

Vetements-ის ჯინსის ქურთუკი უკვე იყიდება. ონლაინ მაღაზიაში მისი ფასი 2035 ევროა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close