ჯოვანი ფერერო ყველაზე მდიდარი იტალიელია – იგი „ფორბსის“ მსოფლიო რეიტინგში 39-ე ადგილზეა 22,4 მილიარდი დოლარით.
ჯოვანი ფერეროს მოსდევს ლეონარდო დელ ვეკიო (მსოფლიო რეიტინგში – 50-ე), Luxottica-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, 19,8 მილიარდი დოლარით (აღსანიშნავია, რომ იგი წლების განმავლობაში პირველი იყო უმდიდრეს იტალიელთა შორის), 107-ე ადგილზე კი სტეფანო პესინაა (კომპანია Walgreens Boots Alliance-ის გენერალური დირექტორი). ჯორჯო არმანი „ფორბსის“ მსოფლიო რეიტინგში 173-ე ადგილზეა და მისი ქონება 8,5 მილიარდადაა შეფასებული, სილვიო ბერლუსკონის კი „სულ რაღაც“ 6,3 მილიარდი აქვს და 257-ე ადგილზეა (იტალიელთა შორის – მე-7). მიუჩა პრადა 804-ე პოზიციას იკავებს პატრიციო ბერტელისთან ერთად, ხოლო პიერო ფერარი – 838-ს, 2,7 მილიარდი დოლარით. მილიარდერთა შორის არიან ბენეტონი, ბულგარი და სხვები.
საინტერესო ფაქტია, რომ 2009 წლიდან იტალიელ მილიარდერთა რიცხვი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა – 2009 წელს „ფორბსის“ რეიტინგში 12 იტალიელი მილიარდერი იყო, 2019 წელს კი – 35-ია.
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, 131 მილიარდი დოლარით, „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფრი ბეზოსია, რომელიც უკვე მეორე წელია უსწრებს „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელ ბილ გეიტსს (მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა 35,8 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა).
კომენტარები