პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო
საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირველი მარტიდან ID ბარათით არის შესაძლებელი
საქართველოს მოქალაქეები – უკრაინაში, ხოლო უკრაინის მოქალაქეები – საქართველოში დღეიდან უკვე ID ბარათით შევლენ და სამგზავრო დუკუმენტი აღარ იქნება საჭირო.
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებს – საქართველოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა ID ბარათის საფუძველზე 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. შესაბამის შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2018 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი და დღეიდან, პირველი მარტიდან შევიდა ძალაში.
ეს შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობებით, ე. წ. ID ბარათებით უკრაინასა და საქართველოში თავისუფლად მიმოსვლას საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით.
კომენტარები