საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ევროვიზია 2019-ზე თამთას სიმღერის ოფიციალური აუდიოთიზერი

თამთამ თავის იუთუბის გვერდზე გამოაქვეყნა სიმღერის ოფიციალური აუდიოთიზერი, რომლითაც იგი ისრაელში ევროვიზია 2019-ზე წარდგება მიმდინარე წლის მაისში.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაწყვეტილებით, პოპულარულ კონკურსზე ამ ქვეყნის პრესტიჟს თამთა დაიცავს. მისი სიმღერა Replay, როგორც საბერძნეთის და კვიპროსის მედია წერს, მომღერლის სტილს ძალიან უხდება და მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

წარმატება ვუსურვოთ თამთას, კიდევ ერთხელ გაეხარებინოს თავისი თაყვანისმცემლების და გულშემატკივრების გული მორიგი გამარჯვებით.

თამთას საკონკურსო სიმღერის აუდიოთიზერი (audio teaser) 40-წამიანია, მაგრამ წარმოდგენას შეგიქმნით სიმღერის სტილსა და მომღერლის შესრულების მანერაზე.

მოუსმინეთ ვიდეოს:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close