საზოგადოებაnewsსაქართველო

დავით სერგეენკო ჯერ არდაბადებული გოგონების გადარჩენას ცდილობს

1990-2015 წლებში საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა აბორტის შედეგად იმიტომ, რომ მშობლებს ბიჭის შეძენა უნდოდათ – ასეთია სტატისტიკა, რომელიც 17 იანვარს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივ კონფერენციაზე წარმოადგინეს.

„აბორტების რაოდენობა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრი შერჩევითი აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეკომენდებულია ექიმებმა ორსულებს ბავშვის სქესი არ გაუმხილონ, რადგან ეს ზოგჯერ გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.

„მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც, უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველამ დაიცვას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close