მსოფლიოპოლიტიკაიტალია

ლუიჯი დი მაიო: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს!“ – პირდაპირი ტრანსლაცია ავტომობილიდან

ევროკავშირს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, ამჟამინდელი სახით ის არ მუშაობს („არ გამოდგება“), – განცხადა თავის ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს იტალიის ვიცე-პრემიერმა, მმართველი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ.

მან თავის თანაპარტიელებთან ერთად ფეიბუქსზე პირდაპირი ტრანსლაცია ჩართო ავტომობილიდან, რომლითაც ისინი სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. ვიცე-პრემიერის თქმით, „ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის „მოგზაურობა“ ამ სიტყვის არა მარტო პირდაპირი, არამედ გადატანითი, პოლიტიკური მნიშვნელობითაც“.

„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალესანდრო დი ბატისტამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა „უნდა გადახედოს თავის ტრაქტატებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს. მათი წრე, ვინც ევროკავშირის ახლანდელი წესებისგან სარგებელს იღებს, უნდა გაიზარდოს  – სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დროა ელიტამ შეამციროს თავისი გავლენა, – აღნიშნა დი ბატისტამ.

26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნებია, რომლის შედეგების მიხედვით ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობით ფორმირდება „ევროკავშირის ხელისუფლება“ – ევროკომისია. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ აპირებს გააერთიანოს ევროკავშირის ყველა ანტიელიტური მოძრაობა: ახალი ალიანსის ფორმირება უკვე დაიწყო, პოლიტიკოსები ახალ საერთოევროპულ მანიფესტს ამზადებენ.

ნიკო აბაშიშვილი

ნახეთ პირდაპირი ტრანსლაცია ავტომობილიდან, ლუიჯი დი მაიოს ფეისბუქგვერდიდან:

Siamo sempre in viaggio 🚐Fateci compagnia con qualche domanda, vi rispondiamo!

Gepostet von Luigi Di Maio am Montag, 14. Januar 2019

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close