მიგრაციამოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებაიტალიასაქართველო

შენგენის ქვეყნებიდან იტალიაში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, რომელიც 2018 წლის დეკემბერს მოიცავს, შენგენის ზონის ქვეყნებიდან ქართველები ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებიან. კერძოდ, გასული წლის დეკემბერში გერმანიაში საქართველოს 7914 მოქალაქე გაემგზავრა (თუმცა შესვლაზე უარი ეთქვა 16 ადამიანს), ამ მაჩვენებლით მეორეა იტალია (4039 გამგზავრება; შესვლაზე უარი ეთქვა 45 ადამიანს), მესამეზე კი – პოლონეთი (3679 გამგზავრება; შესვლაზე უარი ეთქვა 24 ადამიანს).

სტატისტიკა მთლიანობაში 29 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის 12 არის ისეთი ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეები უპრობლემოდ შევიდნენ, ანუ არცერთ მათგანს არ შექმნია საზღვრის გადაკვეთის პრობლემა. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი,  სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და ხორვატია.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე იტალიაში არ შეუშვეს, ამ მაჩვენებლით მეორეა კვიპროსი (34), მესამე ადგილზე კი – ესპანეთი (33); პოლონეთის საზღვრიდან 24, უნგრეთის საზღვრიდან – 18, ხოლო საბერძნეთის, ისევე როგორც გერმანიის საზღვრიდან საქართველოს 16 მოქალაქე გამოაბრუნეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close