მიგრაციამსოფლიოnews

ზღვაში 4 წლის მიგრანტი გოგონას ცხედარი იპოვეს

დღეს დილით, გამთენიისას ეგეოსის ზღვაში სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 4 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ამ ინფორმაციას სააგენტო ANSA.IT ავრცელებს.

ათეულობით მიგრანტი ნავით  საბერძნეთის კუნძულებისკენ მიემართებოდა, თუმცა ნავს ეგეოსის ზღვაში პრობლემა შეექმნა. თურქეთის სანაპირო დაცვის მაშველები გასაჭირში ჩაცვენილი მიგრანტების გადასარჩენად გაემართნენ. მათ კურორტ კუშადასიდან 5 მილის მოშორებით 40 ადამიანი გადაარჩინეს, დანარჩენი დაკარგულების ძებნა კი გრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close