დასაქმებასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში პირველი თებერვლიდან მინიმალური ხელფასი იზრდება

2019 წლის პირველი თებერვლიდან საბერძნეთში, კანონის შესაბამისად, მინიმალური ხელფასი 586,08 ევროდან 630 ევრომდე გაიზრდება, ამასთან ერთად, გაიზრდება 11 კატეგორიის დახმარებაც.

ბერძნული გამოცემა „ეთნოსი“ წერს, რომ იანვრის მეორე ნახევარში შრომის მინისტრი ეფი ახციოღლუ მინისტრთა საბჭოს წარუდგენს მინიმალური ხელფასის ზრდის შეთანხმებულ მაჩვენებელს, შემდეგ კი ხელს მოაწერს მინისტრის ბრძანებულებას, რომლის საფუძველზეც საბაზო ხელფასი 586,08 ევროდან 630 ევრომდე გაიზრდება. დღიური ანაზღაურების მინიმუმი 26,18 ევროს მიაღწევს, ხოლო 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის დადგენილი სახელფასო ზღვრის ქვედა დონე (510,95 ევრო) გაუქმდება.

ახალი ხელფასი ძალაში შევა  მინისტრის გადაწყვეტილების ხელმოწერის შემდეგ, პირველ თებერვალს (შესაძლოა იანვრის ბოლოსაც). მინიმალური ხელფასის შემდგომი ზრდა 2020 წლისთვის იგეგმება.

ხელფასის მომატება, სულ ცოტა, 400 ათას მომუშავეს შეეხება. ამჟამად 500-იდან 600 ევრომდე ხელფასს საბერძნეთში 200 ათასი მუშაკი იღებს, აგრეთვე, სულ ცოტა, 200 ათასი დასაქმებული არასრულ განაკვეთზე მუშაობს და მათი ანაზღაურება მინიმალური ხელფასის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც საბერძნეთსა თუ საზღვარგარეთ მოღვაწე 5 პროფესორისგან შედგება, შრომის სამინისტროს მინიმალური ხელფასის 5-10%-ით გაზრდას სთავაზობს, თანდათანობით, დღიური 29,3 ევროდან საშუალოევროპულ დონემდე (58,6 ევრო).

მინიმალური ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით საბერძნეთში, აგრეთვე, გაიზრდება ზოგიერთი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მინიმალური ხელფასის მაჩვენებელზეა მიბმული.

კერძოდ:

აიზრდება არასრულ განაკვეთზე მომუშავეთა მინიმალური ანაზღაურება, ხოლო ხელფასის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ზრდა 25 წლამდე ახალგაზრდა სპეციალისტებისთვისაა მოსალოდნელი.

გაიზრდება უმუშევრობის დახმარების და სხვა დახმარებების მოცულობა, რომლებსაც დასაქმების ცენტრი ΟΑΕΔ გასცემს.

გაიზრდება ქორწინების დახმარება, რომელიც ამჟამად მინიმალური ხელფასის 10%-ს შეადგენს.

თუმცა არასასიამოვნო ფაქტია, რომ მინიმალური ხელფასის ზრდასთან ერთად გაიზრდება ჯარიმები, საგერბო მოსაკრებელი და სხვა გადასახადები, რომლებიც მინიმალური ხელფასის მაჩვენებელზეა მიბმული.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close