დღის თემამსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაბერძნეთი

ანგელა მერკელი ათენში – ალექსის ციპრასი გერმანიის კანცლერს მასპინძლობს

უკვე მეორე დღეა ათენში გერმანიის მთავრობის მეთაურის, ანგელა მერკელის ვიზიტი მიმდინარეობს. ვიზიტის მთავარი თემა საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას შორის დადებული შეთანხმებაა, რომელიც უახლოეს ხანებში ორივე მხარის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ და ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.
შეთანხმება იუგოსლავიის დაშლის შედეგად 1991 წელს წარმოშობილი სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებას ეხება. დღემდე საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდა პატარა სლავური სახელმწიფოს მაკედონიად მოხსენიებას.

10 იანვარს გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების რეალიზაცია მნიშვნელოვანია არა მარტო ორი მეზობელი სახელმწიფოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

ვიზიტის მეორე დღეს, 11 იანვარს დილით გერმანიის კანცლერმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი სინდაგმაზე, შემდეგ კი საბერძნეთის პრეზიდენტს, პროკოფი პავლოპულოსს შეხვდა. მოგვიანებით გაიმართება შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ცნობილია, რომ საბერძნეთში გერმანიის კანცლერი არაპოპულარული პოლიტიკოსია, ამდენად, უცნაური არაა, რომ 10 იანვარს, საღამოს მისი ვიზიტი გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში, ამერიკის ქუჩაზე გაიმართა და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსის ციპრასი ოპოზიციაში ყოფნის დროს მკვეთრად აკრიტიკებდა ანგელა მერკელს. არსებობს ვიდეო, რომელშიც ის გერმანიის კანცლერს „სახლში წასვლისკენ მოუწოდებს“, დღეს კი მისი მასპინძელია.
იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close