საზოგადოებაnewsსაქართველო
საქართველოს მთავარი ნაძვის ხე თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთო
მრავალი წლის ტრადიცია დაირღვა და საქართველოს მთავარი ნაძვის ხე თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად 22 დეკემბერს, საღამოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთო.
მოედანზე შეკრებილ თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს, მთელი ქვეყნის მოსახლეობას, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმართეს და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვეს. მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ნახეთ ულამაზესი ნაძვის ხის ანთების ვიდეო კახა კალაძის ფეისბუქის გვერდიდან.
მთავარი ნაძვის ხის ანთება
Gepostet von Kakha Kaladze კახა კალაძე am Samstag, 22. Dezember 2018
კომენტარები