მიშელ ობამა დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმით წიგნის პრეზენტაციაზე თავს იწონებდა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა თავისი წიგნის, “Becoming”-ის ტურნეს მართავს. ამჯერად იგი სე­რი­ა­ლის „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ ვარსკვლავთან, სარა ჯე­სი­კა პარკერთან სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვი­და.

„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ყოფილ პირ­ველ ლე­დის „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 4 ათას დოლარად ღი­რე­ბუ­ლი ჩექ­მა და ყვი­თე­ლი კაბა ეცვა. კაბა „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის. როგორც ცნობილია, ამ მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი დემ­ნა გვა­სა­ლი­აა.

დემნას მიერშექმნილმა ბრჭყვი­ა­ლა ჩექ­მამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომხმარებელთა ყუ­რა­დღე­ბა მიიპყრო, თუმ­ცა „ტვი­ტე­რის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ობა­მას ჩაც­მუ­ლო­ბას მხო­ლოდ დადებითად აფა­სებს.

„გეთიიმიჯის“ ფოტო

ვიდრე მიშელ ობამა გვასალიას ჩექმით თავს იწონებდა, ბა­რაკ ობა­მა ვა­შინგტო­ნის ბავ­შვთა ეროვნულ სა­ა­ვად­მყო­ფოს ეს­ტუმ­რა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ყო­ფი­ლი პრეზიდენტი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სან­ტა კლა­უ­სის ქუ­დით და ხურ­ჯი­ნით მი­ვი­და და ასო­ბით ექიმ­თან, ექთან­თან და პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად მხი­ა­რუ­ლად მღე­რო­და სა­შო­ბაო სიმღერებს. მან ყველა პალატაში საჩუქრები დაარიგა.

მიშელ ობამას წიგნის პირველი წარდგენა ვაშიგნტონში ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სცენაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყვავილებით ხელში გამოვიდა და თავისი ცოლი ბიონსეს შეადარა. აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის წიგ­ნის გა­ყიდ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მაღალია, აშშ-სა და კა­ნა­და­ში პირ­ვე­ლი­ვე დღეს “Becoming”-ის 725 000 ეგზემპლარი გა­ი­ყი­და და შემ­დე­გი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ყიდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, წლის წიგ­ნი გახ­და.

კომენტარები