სხვაჰოროსკოპი

ტახის წელიწადი სიმშვიდეს, სიმდიდრეს და ბედნიერ ქორწინებებს გვპირდება

2019 წელი ჩინური ჰოროსკოპით ტახის წელია, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით – ღორის წელი. ასტროლოგები აცხადებენ, რომ 2019 წელი ძალიან პოზიტიური და წარმატებული იქნება ყველა ნიშნისთვის.

აღმოსავლეთში ტახი სიმდიდრის და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა, ამიტომ ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს წლის მიხედვით ტახი მატერიალურ კეთილდღეობას ჰპირდება. განსაკუთრებით კარგი წელი იქნება ტახის წელიწადში დაბადებულებებისთვის, რადგან ისინი ფავორიტები არიან. ეს წელი კარგია ვეფხვებისთვის, კურდღლებისთვის და თხებისთვის. ტახს ოპოზიციაში ჰყავს გველი, ამიტომ გველის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის ეს წელი მოულოდნელობებით სავსე იქნება. არ არის აუცილებელი, რომ ცუდი წელიწადი იყოს, უბრალოდ, იქნება მოულოდნელობებით აღსავსე და ცვალებადი. თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს წელი საუკეთესო იქნება ქორწინებისთვის და ძალიან იღბლიანი – ყველა ახლად დაქორწინებულისთვის. გარდა ამისა, ეს წელი ძალიან კარგია შობადობისთვის.

ტახის კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, ჩინელების აზრით, შეგვიძლია თილისმად ვიხმაროთ ვეფხვის გამოსახულების გულსაკიდი, რადგან ტახს ძალიან ხიბლავს ვეფხვი, მისი სილამაზე, მოქნილობა. ეს განსაკუთრებით ეხება ტახის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს. ტახი არის ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის თორმეტსავე ციკლს გადის და ტახით სრულდება ეს ციკლი. ტახს თავისი თავისი მოთხოვნებიც აქვს – ის სჯის ადამიანებს, თუ მათ ეს 12-წლიანი ციკლი არასწორად გაიარეს. ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, განსაკუთრებით კი – გველებს. იგივე ეხება თავად ტახებსაც, რადგან მათ ახასიათებთ თვითგანადგურების მექანიზმის ჩართვა. ის თავისთავს უკეთესად სჯის, ვიდრე სხვა დასჯიდა.

პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით მშვიდი და სტაბილური წელიწადი იქნება. რეალურად ტახი შემოდის 2019 წლის 5 თებერვალს, მანამდე ისევ ძალაშია მიწის ძაღლის წელიწადი, რომელსაც აგრესია ახასიათებს. ტახის წელიწადის დადგომიდან პოლიტიკური სიტუაცია დამშვიდდება, მდგომარეობა დასტაბილურდება; ადამიანებში მოიმატებს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთდათმობის ტენდენცია.

წლის მთავარი ფერებია ყვითელი, ოქროსფერი, თეთრი, ვერცხლისფერი და მწვანე. მოდაში შემოდის ბრჭყვიალა სამოსი და აქსესუარები, რადგან ტახს ძალიან უყვარს ბრჭყვიალა ფერები. მინერალებს რაც შეეხება, წლის ქვა არის ფირუზი.
ტახს უყვარს ტრადიციები და პატივს სცემს მათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან ვასიამოვნებთ, თუ ახალ  წელს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდებით.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close