რატომ ატყდა განგაში და მოსალოდნელია თუ არა გრიპის ეპიდემია?

თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ს დედაქალაქში აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ცენ­ტრმა მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, ვირუსის პირ­ვე­ლი­ სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ოჯა­ხის ექიმს მი­მარ­თონ. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ამ გაფრთხილების უკან მოსალოდნელი საგანგაშო სიტუაცია დაინახა. დაიწყო  ლაპარაკი ზამთრის ეპიდემიაზე. შეშფოთებული მშობლები კითხულობენ, როგორ დაიცვან პატარები მოსალოდნელი ვირუსების შემოტევისგან, ხომ არ შეწყდება სწავლა სკოლებში და დაიხურება საბავშვო ბაღები?!

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დირექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვადასხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­ში, ისე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ნამდვილად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა გრი­პის ეპი­დე­მიაზე ლაპარაკი „არასერიოზულია“.

„გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მო­წო­დე­ბა, რად­გან გრი­პი უმეტეს შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ 25-30% შემ­თხვე­ვებ­ში სერი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვთა და მო­ხუც­თა ასაკ­ში და, ასე­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი არის მო­წო­დე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­ტა­რონ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს არის მშობ­ლე­ბის­თვის: რო­დე­საც ბავ­შვს აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, სა­ჭი­როა პე­დი­ატ­რის­თვის მიმარ­თვა“, – აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისივე თქმით, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­ი­ზარ­და.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზამ­თა­რია და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, გრი­პი აქ­ტი­ურ­დე­ბა. დაახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა­ზე მე­ტია, რაც გრი­პის ვირუ­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა. მანამ­დე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი ფიქ­სირ­დე­ბო­და. გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი რესპირა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბი შე­და­რე­ბით უფრო მძი­მეა, ვიდ­რე სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი. ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან მოგვდის ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­ში, ისე საავად­მყო­ფო­ებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში იზ­რდე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დირექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ვი­თარ ეპიდემიურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, რად­გან გრი­პით ავა­დო­ბა 100 000 ადა­მი­ან­ზე 195-ს შე­ად­გენს. მისი თქმით, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დე­კემ­ბრის ბო­ლო­დან ტრადიციულად იზრდება.

„არა­ვი­თარ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, იმი­ტომ, რომ ავა­დო­ბა 100 000 ადა­მი­ან­ზე 195-ს შე­ად­გენს. ეპი­დე­მი­უ­რი ზღვა­რი კი 100 000 მო­სახ­ლე­ზე 400-ია ხოლ­მე. მთა­ვა­რია, რომ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პირი არ წა­ვი­დეს სამ­სა­ხურ­სა და სკო­ლა­ში, ბაღ­ში. ვი­საც და­ა­ვა­დე­ბა უფრო მძი­მე ფორ­მა­ში აქვს ხოლ­მე, რო­გორც წესი, ის წევს, მაგ­რამ ვი­საც მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აქვს, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და­დი­ან და გრი­პის ვირუსს ავ­რცე­ლე­ბენ. გრი­პის ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა მი­მარ­თონ ექიმს. ეს არის ის მარტივი აუცილებლობა, რაც უნდა დავიცვათ. ასე რომ, განგაშის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
Загрузка...