ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

მიწების საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი ექვსი თვით გახანგრძლივდა

მიწების საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი ექვსი თვით გახანგრძლივდა და მოქალაქეებს გამარტივებული წესით მიწების დარეგისტრირება პირველი იანვრის ნაცვლად პირველ ივლისამდე შეეძლებათ.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რეფორმის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოქალაქეთა განცხადებების დიდი რაოდენობაა. ბოლო მონაცემებით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თქმით, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა მხოლოდ განცხადება და აზომვითი ნახაზი უნდა წარადგინონ, სხვა ყველა უფლების წარმდგენ დოკუმენტს ადმინისტრაციული ორგანო მოიძიებს.

„2016 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარეობს საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რაც გულისხმობს გამარტივებული წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციას, წახალისებას საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მიზნით. ამ რეფორმის ძირითადი შედეგები და ამოცანები იყო, რომ მოეხსნა პრობლემები, ბარიერები მოსახლეობისთვის, მათ შორის ფინანსური, ბიუროკრატიული, რომ მათ შესძლებოდათ მარტივი პროცედურების დაცვით საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინათ საკუთრების უფლება.

რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი გახდა ვალდებული, თვითონ მოიძიოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, უფასოდ მოემსახუროს მოქალაქეს, შეაგროვოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული დოკუმენტები, გამოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან და მიიყვანოს პროცესი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. ახლა უკვე მათ, ვინც დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთები, შეუძლიათ აღნიშნული ქონებით სარგებლობა, თავიანთი მეურნეობის განვითარება.

ამ რეფორმის წარმატებამ და იმ შედეგებმა, რომელიც დღეს გვაქვს, განაპირობა, რომ დღის წესრიგში დადგა რეფორმის გაგრძელება, რათა ეს სიკეთეები მოსახლეობას კვლავ მიეწოდოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ანუ 2019 წლის 1-ელ ივლისამდე დაინტერესებულ მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ, მიმართონ საჯარო რეესტრს და ისეთივე მარტივი პროცედურით გააგრძელონ თავიანთი საკუთრების უფლების დარეგისტრირება. კერძოდ, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია მხოლოდ განცხადება და აზომვითი ნახაზი, სხვა ყველა უფლების წარმდგენ დოკუმენტს მოიძიებს უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანო.

2000-მდე დაინტერესებული პირი მიმართავს ყოველდღიურად საჯარო რეესტრს, სწორედ მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობა გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს პარლამენტს კვლავ გაეგრძელებინა ექვსი თვით აღნიშნული კანონის მოქმედება“, – განუცხადა პირველ არხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით დევიძემ.

წყარო: https://1tv.ge/news/miwebze-sakutrebis-registraciis-procesi-eqvsi-tvit-gakhangrdzlivda/?fbclid=IwAR3vRXXt5Tmt8aUqAxpb-i0j8Vybre8djO0QpMJg86MuWlU-mbO7z_6YO-s

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close