მსოფლიოქართველები უცხოეთშიდასაქმება

გერმანიას ახალი წლიდან 400 000 ახალი მუშახელი ესაჭიროება – ამ რიცხვში შესაძლოა ქართველი სპეციალისტები და პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებლებიც მოხვდნენ

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. ამ ფაქტს  ელჩი ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს. „ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. წლის დასაწყისის სტატისტიკასთან შედარებით ბოლო პერიოდში [გერმანიაში] თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული“, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივას, ელჩის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგი დღეს განიხილავს მიგრაციის კანონს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს როგორც არსებული მიგრაციული პროცედურები, ისე ლეგალური შრომითი მიგრაციის წესები:

„ამ კანონპროექტით გათვალისწინებული წესები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზეც. ერთი მხრივ, ეს შეეხება როგორც მაღალკვალიფიციურ კადრებს, ისე იმ სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლების კურსი დამთავრებული. დაახლოებით სამი კვირის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომ გერმანიას დაახლოებით 400 000 მუშახელი ესაჭიროება დამატებით ეკონომიკის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, გერმანიას სჭირდება ბევრი მიმართულებით როგორც მაღალკვალიფიციური, ისე პროფესიული განათლების მქონე კადრები“, – აღნიშნა ხოკრიშვილმა.

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში პერმანენტულად იკლებს. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ივლისში გერმანიას თავშესაფარი 175-მა საქართველოს მოქალაქემ სთხოვა. ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფარი 2018 წლის იანვარ-ივლისში 2625-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა. ეს რაოდენობა მთლიანი მაჩვენებლის 2.6%-ია. თუ 2018 წლის აპრილში თავშესაფრის მთხოვნელი ქართველების რაოდენობა 295 იყო, მაისში ეს მაჩვენებელი 41%-ით შემცირდა და 174 შეადგინა. ეს ტენდენცია, როგორც ირკვევა, სტაბილურად გრძელდება. საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა თითქმის 100% გერმანიისგან უარს იღებს. 2018 წლის იანვარ-ივნისში ევროპის ოთხ ქვეყანაში საქართველოს 3 527-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. მათ შორის ყველაზე მეტმა, საქართველოს 2485-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიას სთხოვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close