დღის თემასაბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლებამ სოციალური დივიდენდის გაცემა დაიწყო: ვის შეუძლია ისარგებლოს

საბერძნეთის ხელისუფლება უკვე ზედიზედ მესამე წელია ე. წ. კინონიკო მერიზმას გასცემს. სოციალური დახმარების ეს ფორმა დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს და მისით სარგებლობა არა მარტო საბერძნეთის მოქალაქეებს, არამედ საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებსაც შეუძლიათ.

სოციალური დივიდენდის გაცემისას მთავარი კრიტერიუმი ოჯახის წლიური შემოსავალია და დაანგარიშება 2017 ფინანსური წლის საშემოსავლო დეკლარაციის, ე. წ. ფოროლოგიკი დილოსის მიხედვით ხდება. მხედველობაში მიიღება ოჯახის ყველა წევრის ჯამური შემოსავალი. იმიგრანტების შემთხვევაში საჭიროა, რომ ისინი ლეგალურად ცხოვრობდნენ საბერძნეთში მინიმუმ ბოლო ხუთი წლის მანძილზე და ავსებდნენ სავალდებულო საშემოსავლო დეკლარაციას.

შემოსავლების კრიტერიუმის მიხედვით სოციალური დახმარება შემდეგ კატეგორიებზე გაიცემა:
1. მარტოხელა: წლიური შემოსავალი 9 000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. დახმარების მოცულობა 250-იდან 450 ევრომდეა, შემოსავლის მიხედვით;

2. ოჯახი ორი სრულწლოვანი წევრით: წლიური შემოსავალი – 13 500 ევრომდე. დახმარების მოცულობა 375-იდან 675 ევრომდეა შემოსავლის მიხედვით;

3. ოჯახი ორი სრულწლოვანი და ერთი არასრულწლოვანი წევრით: წლიური შემოსავალი – 15 750 ევრომდე. დახმარების მოცულობა 437-იდან 787 ევრომდეა;

4. ოჯახი ორი სრულწლოვანი და ორი არასრულწლოვანი წევრის შემადგენლობით: წლიური შემოსავალი – 18 000 ევრომდე. დახმარების მოცულობა 500-იდან 900 ევრომდე.
ცხადია, ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არასრულია და რეალურად კომბინაციების რაოდენობა ბევრად მეტია, ამიტომაც, რომ გაიგოთ, გეკუთვნით თუ არა სოციალური დახმარება, 21 დეკემბრამდე უნდა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი საიტზე: https://www.koinonikomerisma.gr/

განაცხადის შევსებისას დაგჭირდებათ სისტემაში თქვენი AMKA-სა TAXISNET-ის კოდის გამოყენება. განაცხადის შევსების შემდეგ ავტომატურად გამოიანგარიშება თანხა, რომელსაც მიიღებთ. ფული განაცხადის შევსებისას მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება. ელექტრონული განაცხადის შევსების წესის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.e-nomothesia.gr/nomikes-plirofories/koinoniko-merisma-bema-bema-diadikasia-me-eikones.html

ან ნახეთ ვიდეო. გისურვებთ წარმატებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close