ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილის, გრეის მილანის ცხედარი, რომელიც მოგზაურობისას დაიკარგა, ახალ ზელანდიაში იპოვეს. ამის თაობაზე DAILY MAIL-ი წერს პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გოგონას ცხედარს ბუჩნარში მიაგნეს ოკლენდში მისი გაუჩინარებიდან ერთი კვირის შემდეგ. დეტექტივი სკოტ ბერდი მიიჩნევს, რომ დამნაშავემ მოკლული გოგონა დაქირავებული ავტომანქანით გადაიყვანა. მანქანა მოგვიანებით ქალაქ ტაუპოს სიახლოვეს აღმოაჩინეს.
სამართალდამცველებმა 26 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით. სავარაუდოდ, გრეისმა ბრალდებული სპეციალიზებულ საიტ Tinder-ზე გაიცნო. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც გრეისი. მკვლელობის მოტივი და დეტალები ზუსტდება.
უფრო ადრე მედიასაშუალებები წერდნენ, რომ გოგონა ბოლოს სპუტნიკიდან შეამჩნიეს ოკლენდის სასტუმრო CityLife-ში. გრეისის მამის თქმით, მისი ქალიშვილი ყოველდღიურად სწერდათ, საუბრობდნენ ტელეფონზე, უგზავნიდათ მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად გაქრა. პირველი ქვეყანა, სადაც გრეის მილანი ჩავიდა, პერუ იყო, პერუდან იგი ახალ ზელანდიაში გადავიდა, სადაც ტრაგედია მოხდა.
კომენტარები