newsსპორტი

რონალდუს საცოლემ სადღესასწაულო ფოტო გამოაქვეყნა ფეხბურთელის ოთხ შვილთან ერთად

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც იტალიურ კლუბ „იუვენტუსში“ თამაშობს, და მისი სატრფო ჯორჯინა როდრიგესი დღესასწაულისთვის უკვე ემზადებიან. ჯორჯინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საახალწლო დეკორაციების ფონზე გადაღებული ძალიან სასიამოვნო ფოტოები ფეხბურთელის შვილებთან ერთად.

კრიშტიანუ რონალდუ (Cristiano Ronaldo), როგორც ცნობილია, დიდხანს ხვდებოდა რუს მოდელს, ირინა შეიკს, თუმცა 2015 წელს ისინი დაშორდნენ. ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელმა ერთხელაც მადრიდში Gucci-ს ბუტიკში შეიხედა, სადაც მომხიბვლელი ჯორჯინა როდრიგესი მუშაობდა. ფეხბურთელსა და ახალგაზრდა ქალს შორის ურთიერთობა გაიბა. რონალდუს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ჯორჯინასთან ერთად. მოგვიანებით კრიშტიანუმ დაადასტურა, რომ მათ რომანი აქვთ; უფრო მეტიც, გასულ წელს ჯორჯინამ ფეხბურთელს ქალიშვილი – ალანა მარტინა გაუჩინა.

ახალგაზრდა ქალმა სწრაფად გამონახა საერთო ენა ფეხბურთელის ვაჟიშვილთან – კრიშტიანუ-უმცროსთან, რომელიც ქვეყანას 8 წლის წინ მოევლინა სუროგატი დედის დახმარებით; ამავე მეთოდით გაჩნდნენ 2017 წელს ტყუპები – ევა და მატეო. ახლა კი ფეხბურთელის 4-ივე შვილზე (მათი საერთო გოგონას ჩათვლით) ჯორჯინა ზრუნავს.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ რონალდუმ ჯორჯინას ნოემბრის დასაწყისში თავისი ხელი და გული შესთავაზა – ისინი უკვე ირჩევენ ეკლესიას, სადაც ჯვარს დაიწერენ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close